კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე ყოველ საათში 5-7 სანტიმეტრით ეცემა – საერთაშორისო ატომური სააგენტო

კახოვკას წყალსაცავში წყლის დონის ვარდნის ტემპი 11 სმ-დან საათში 5-7 სმ-მდე შემცირდა. საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინფორმაციით, თუ წყალსაცავში წყლის დონე 12,7 მ-ზე დაბლა დაეცემა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მისგან წყლის ამოტუმბვას ვერ შეძლებს.

„თუ დონე 12,7 მეტრზე დაბლა დაეცემა, ZNPP ვეღარ შეძლებს წყალსაცავიდან წყალსაცავებამდე გადატუმბვას. ვინაიდან კაშხლის დაზიანების სრული ზომა უცნობია, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის მოხდება ეს. თუ ვარდნის ამჟამინდელი ტემპი გაგრძელდება, კრიტიკულ დონეს მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, წყლის რეზერვების შევსესბის შემთხვევაში, 6 რეაქტორის გაგრილების პრობლემა რამდენიმე თვით მოიხსნება.

მსგავსი თემები