ოფიციალურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რუსეთთან დიალოგის ფორმატზე  – დიმიტრი ლორთქიფანიძე

პარლამენტის ყოფილი წევრი, „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგში უნდა ჩაერთოს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მხოლოდ უხილავი ძაფების ფორმატში ურთიერთობა საკმარისი არ არის.

„რა არის იმაში ცუდი, თუ ქართული კომპანია, რომელიც „მიტმასნილი“ იყო აქამდე სომხურ კომპანია, პირდაპირ ფრენებს განახორციელებს რუსეთთან. იცით, რომ მოსკოვი -ერევანი-თბილისი, საათში რამდენიმე ფრენა ხორციელდება და საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირი უწევთ ბილეთები, ვიდრე პირდაპირი ფრენისას იქნება. რაც შეეხება სერიოზულ პოლიტიკური საკითხებს, ეს უნდა გადაწყდეს ხელისუფლებასთან დიალოგის გზით, მათ შორის, რეგიონალური ფორმატების გამოყენებით. ეს კი გულისხმონს ხელისუფლების  გააქტიურებას,  დააფიქსიროს თავისი პოზიცია ასეთ ფორმატებში მონაწილეობის მიღებასტან დაკავშირებით“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „მედიცენტრ მთავართან“.

კითხვაზე, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს რუსეთთან შეხვედრებში მონაწილეობა და უნდა ჩავიდეს მოსკოვში? პასუხი შემდეგია:

„აუცილებლად უნდა მიიღოს. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ? უხილავი ძაფების დონზე ურთიერთობა? ოფიციალური ხელისუფლების მიერ მისაღებია გადაწყვეტილება რა ფორმატში მოხდება დიალოგის დაწყება. მათ შორის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლინაობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები