ვოლოდიმირ ზელენსკი რომში იმყოფება

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი იტალიაში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ინფორმაციას თავად ავრცელებს და წერს, რომ ეს ოფიციალური ვიზიტია.

„რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის აეროპორტში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაიანი დახვდა.

დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა რომის პაპთან.

მსგავსი თემები