„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო“ – წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეფასებას აკეთებს. წულუკიანი თქმით, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

„დიახ, მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.  არაერთხელ ავხსენით, რომ სტრასბურგის სასამართლოს რამდენიმე კრიტერიუმი აქვს იმის შესაფასებლად, არის თუ არა პატიმარი და მისი სიცოცხლე დაცული პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციური სისტემის გარეთ გაყვანის პირობებში.  ხშირად ვამბობდით, რომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს კრიტერიუმი იყო  დაცული და თუ ვინმე არ იცავდა  ამ კრიტერიუმებს იყო თავად სააკაშვილი,”- აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა სამკურნალოდ  ვარშავაში გადაყვანაზე. მისი ოჯახი კი აცხადებს, რო ამით ბრძოლა არ დამთავრებულა.

მსგავსი თემები