თემქაზე აფეთქება მოხდა, დამწვარია ბინაში მაცხოვრებელი

თემქაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, კორპუსის ბინაში წყლის გამათბობელი აფეთქდა. შედეგად, დაიწვა ერთ-ერთი ქალბატონი, რომელის ამ სახლში ცხოვრობდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, სახლიდან ავეჯი კორპუსის საპირისპირო მხარეს გადაისროლა.

მსგავსი თემები