„სიკვდილმისჯილ კაცს ეუბნებიან და საბოლოო სიტყვის უფლებას აძლევენ, მე არავი მომცა ამისი უფლება“ – დასანქცირებული მოსამართლე

გორში, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლის დღის აღნიშვნის შემდეგ, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდების გამო დასანქცირებულმა მოსამართლე ირაკლი შენგელიამ, რომელსაც არასამთავრობო სექტორი „კლანის წევრს“ უწოდებს, მედიასთან კომენტარი გააკეთა. ნასვამმა მოსამართლემ მისი კორუმპირებულობის დამადასტურებელი ფაქტები მოითხოვა.

„მოსამართლის დღე იყო და შეკრებილები ვიყავით ამასთან დაკავშირებით. რას ჰქვია გადადგომას ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში. რატომ უნდა გადავდგე? მე ვითხოვ პირველივე დღიდან მტკიცებულებებს. პირველივე დღიდან ოღონდ რამე დამიდონ. ჩვენ იურისტები ვართ, რამე დამიდეთ, რომელიც ჩემს კორუმპირებულობას დაადასტურებს,  იქნებ გეთანხმებით და მე თვითონ მივდივარ. რაღაც ხომ უნდა მითხრათ. სიკვდილმისჯილ კაცს ეუბნებიან და საბოლოო სიტყვის უფლებას აძლევენ, მე არავი მომცა ამისი თქმის უფლება.  იქნებ მათქმევინონ, იქნებ გეთანხმებით“ – განაცხადა რესტორნიდან გამოსულმა მოსამართლე შენგელიამ.

მსგავსი თემები