„უკრაინა გაიმარჯვებს, სხვა შესაძლო ვარიანტები  არ არის” – იტალიის პრემიერი

იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. როგორც პრემიერმა ჯორჯა მელონიმ აღნიშნა, ამ ომში უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს დ ასეც იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდება და აყვავდება. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია, უკრაინას აქვს  ევროპული მომავალი, სხვა ვარიანტები არ არის,” – აღნიშნა პრემიერმა მელონიმ.

პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს თანამშრონლობას, დახმარებას და გვერდით დგომას დაპირდა.

„მშვიდობისკენ მხოლოდ მაშინ მივალთ, როდესაც რუსეთი შეწყვეტს სამხედრო ქმედებების წარმოებას და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. გავაგრძელებთ მოსკოვისადმი მიმართვას, რომ საბრძოლო ქმედებები შეაჩეროს და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.  იტალია გააგრძელებს უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას“ – აღნიშნა პრემიერმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იტალიაში პირველად ჩავიდა. პრეზიდენტი რომიდან გერმანიაში მიემგზავრება.

 

მსგავსი თემები