„ევროკავშირის სტატუსი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობით, მიუღებელია“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე

„პროცესი მიდის იქით, რომ საქართველო დასაჯონ იმის გამო, რომ მან არ მისცა დასავლეთს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორია გამოეყენებინა გეოპოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად და საქართველოს მიეღო „მეორე ფრონტის“ ფუნქცია“ – აცხადებს „ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი“ დიმიტრი ლორთქიფანიძე „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, საქართველოს სავარაუდოდ დაასანქცირებენ, თუმცა, ევროკავშირის სტატუსი გარკვეული პირობებით არც გვჭირდება.

„უკრაინაში გამოჩდნენ ფსევდო-ქართველი აქტორები, რომლებიც იბრალებენ  იმის ფუნქცია-მოვალეობას რომ აქტიურად ჩაერთონ ქართულ პოლიტიკაში. დავით არახამიას ბოლო განცხადება სწორედ ამაზე მეტყველებს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მოწოდება დასავლელი პარტნიორების მიმართ, რომ მათ დააჩქარონ და დაიწყონ განხილვები საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენებისა.

რა ფორმით იქნება გამოყენებული ეს სანქციები – კონკრეტულად მთავრობის მიმართ თუ საქართველოს ეკონომიკას უცხადებენ პოტენციურ სანქციებს, ამის შესახებ ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ჩქარდება პროცესი და მიდის იმისკენ, რომ საქართველო დასაჯონ იმის გამო, რომ მან არ მისცა დასავლეთს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორია გამოეყენებინა გეოპოლიტიკური მიზნების აღსასრულებლად და საქართველოს მიეღო მეორე ფრონტის ფუნქცია. ევროკავშირის სტატუსი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების აუცილებლობით საქართველოსთვის მიუღებელი უნდა იყოს“ – აღნიშნა ლორთქიფანიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები