მრჩეველთა საბჭოზე ექიმთა კვალიფიკაციასა და განათლებაზეც იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, „მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებების ექიმებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სფეროში მიმდინარე რეფორმებზე იმსჯელა და სექტორის განვითარებისთვის მათი რეკომენდაციები მოისმინა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელს და ამ მიმართულებით, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, დაგროვილ გამოცდილებას. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც.

„მრჩეველთა საბჭოს“ ფორმატში, ასევე განიხილეს პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები. საუბარი შეეხო, ექიმების კვალიფიკაციისა და განათლების საკითხებსაც. ასევე, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გატარებულ რეფორმებსაც.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ “მრჩეველთა საბჭო” ყოველთვიურად შეიკრიბება, სექტორში არსებულ გამოწვევებს განიხილავს და სამედიცინო სფეროს განვითარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს.

მსგავსი თემები