„არ მეშინია სანქციების და არაფრის“ –  როგორია ნასვამი ლევან მურუსიძის ცხოვრების კრედო?!

გორში, ერთ-ერთ რესტორანში მოსამართლეების ქეიფის შემდეგ, გვიან ღამით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე ლევან მურუსიძემ, რომელიც აშშ-მ დაასანქცირა, მედიასთან მისი ცხოვრების კრედოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფრის არ ეშინია.

„მე მინდა, ჩემი ცხოვრების კრედო რა არის და როგორი პრინციპით ვცხოვრობ ამ ცხოვრებაში, შემიძლია გითხრათ ერთი კუპლეტი. მთელი ჩემი ცხოვრება ესე მიცხოვრია და ამ სიტყვებს გეუბნებით და რატომ არ მეშინია სანქციების და არაფრის: „სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს, ლალს მობდღვრიალეს, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებსამიტომ, ვერ მომერევიან, ამიტომ ვერ მომერევიან, მე მირჩევნია ერთი ხოხობი, ალაზანზე რომ შეიფრთხიალებს“ – აღნიშნა მან მედიასთან.“ – აღნიშნა მან მედიასთან.

რესტორანი ნაქეიფარმა მოსამართლეებმა მეგრული სიმღერით „აბა ულა“ (აბა წასვლა) დატოვეს.

მსგავსი თემები