სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს იბარებს. ოპოზიციონერი დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, ფრაქციამ ანგარიში მოამზადა, რომელშიც გაწერილია საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით პროგრამა. ,,ამავე თემასთან დაკავშირებით ჩვენ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. თქვენ იცით, რომ წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა ჩვენ არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვნახავს, რა ქნა ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ. ჩვენ, გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს და პროგრამას,…

მეტი...

4 ქალაქში გზებზე ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი იწყება – ტარიელ ირემაძე „მედიაცენტრ მთავარში“

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლს განახორციელებენ. აღნიშნული ცვლილებების შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან გეგმავს, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის განახორციელებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დაწყებულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საწყის ეტაპზე, საქართველო ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და მის შემოწმებას განახორციელებენ მავნე  ნივთიერებების გამონაბოლქვზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება კონკრეტული მავნე ნივთიერებების გადაჭარბება, სანქციები შემდეგ ნაირად განისაზღვრება: დამრღვევი ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით,…

მეტი...

კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა

ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ავრცელებს. „ღვთივ განისვენა რუის ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა სქემარქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი). მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო. უფალმა აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადღშესვენებული არქიმანდრიტი საბა.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

კოსტავას გამზირზე წვიმის შედეგად კლდიდან ქვები ჩამოიშალა

თბილისი – კოსტავას გამზირზე წვიმის შედეგად კლდიდან ქვები ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველ ფოტოს და ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ”ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული. „რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 187 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 187 080 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 187 080; ​ტანკი – 3 683; ჯავშანტექნიკა – 7 139; საარტილერიო სისტემა – 2 849; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 289; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 413; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 753; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 339.

მეტი...

,,პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას”- პაველ ფერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს. ,,პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს,”- განაცხადა ელჩმა.      

მეტი...

თბილისში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დედაქალაქში ყოველდღიური მორეცხვის სამუშაოები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ამჯერად მიწისქვეშა გადასასვლელები მოირეცხა და ამინდის გაუმჯობესებისთანავე ქუჩების სისტემატური მორეცხვა განხორციელდება.სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილეები გაეცნენ. „დღეს 15 მიწისქვეშა გადასასვლელი ირეცხება სპეციალური ხსნარებით. გამომდინარე იქიდან, რომ წვიმიან ამინდში ქუჩების მორეცხვის საჭიროება არ არის, მას შემდეგ შევასრულებთ ანალოგიურ სამუშაოს, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება. ვფიქრობთ, ამ კვირის განმავლობაში გადავალთ გზების ინტენსიურ მორეცხვაზე. მსგავსი ტიპის სამუშაოები, თბილისის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება“, – აღნიშნა დირექტორის მოადგილე დავით გელოვანმა. მიწისქვეშა გადასასვლელების, გზების, ნაგავშემკრები კონტეინერებისა და ტრანსპორტის გაჩერებისთვის…

მეტი...

პოლონეთში, 23 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

პოლონეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გარდაიცვალა ახალგაზრდა ემიგრანტი, პოლონეთში, 23 წლის ნიკა ცუცქირიძე, გლოვობს ჩემი ლაგოდეხი. ნიკა დაბრუნდი! დაბრუნდი ისევ, გააბედნიერე დედა, ის დედა, რომელიც ახლა შენს ცხედარს ელოდება ცრემლიანი თვალებით. დგას და მოგტირის შავებში მოწყობილი დედა… დედა რომელსაც გულის ნაწილი მოსწყვიტეს… დედა, რომელსაც შვილი მოუკვდა, შვილი, რომელსაც ზრდიდა, რომელიც გაზარდა ვაჟკაცად დიდი გეგმებით. შენი ოჯახი გლოვობს ნიკუშ, მხოლოდ ერთი რამე უნდათ, რომ დაბრუნდე… დაბრუნდე და ისევ ჩაეხუტო მათ.“ – წერს შოთო სიხარულიძე.

მეტი...

,,არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, ეს საომარი მოქმედებების ფრონტს გააფართოებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას ბახმუტზე, რადგან მის ხელში ჩაგდებამ შეიძლება რუსეთს გზა გაუხსნას კრამატორსკსა და სლოვიანსკში წინსვლისთვის.. „ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ის [დაეხმარება] გააფართოვოს საომარი მოქმედებების ფრონტი და მისცემს რუს ჯარებს და ვაგნერს შანსს დაიპყრონ ჩვენი მიწების მეტი ნაწილი“,- აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, თუ რუსეთი დაიპყრობს ბახმუტს, ეს შეიძლება გახდეს პლაცდარმი თავდასხმისთვის ორი დიდი ქალაქის – კრამატორსკის და სლავიანსკის წინააღმდეგ. ზელენსკის თქმით, უკრაინა ბახმუტს არ დათმობს. მან ყველას მოუწოდა „ეწვიონ [ქალაქს], რათა გაიგონ, რა შეიძლება მოხდეს და რა საფრთხეები არსებობს“.  

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო,”-   ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას რამდენიმე მიზნით აინტერესებს. „დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებს რამდენიმე მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც გაასამართლა მათი პოლიტიკური ლიდერები და ეს იყო სრულიად სამართლიანად, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. სწორედ ამით აიხსნება ის ანომალია და აბსოლუტური გაუგებრობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს…

მეტი...

,,ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მოიგერიოს რუსეთის შეჭრა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მიწების დაბრუნება. ,,სიტუაციას კარგს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას. უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევისთვის მზადების შესახებაც ისაუბრა ”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი ასევე მხარს უჭერენ საკუთარ თავს უკრაინის დახმარებით. „სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის…

მეტი...

,,კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა”- გიული ალასანია

,,კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს  რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაც ათავისუფლებს პატიმარს. ,,წნევა იყო დაბალი, როგორც ჩანს ვარდნის დროს კიდევ უფრო დაბალი იყო, კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე. მისი ყოველი მოძრაობის მე მეშინია. ძალიან მძიმე ავადმყოფია,”- განაცხადა გიული ალასანიამ.       წყარო: მთავარი არხი.

მეტი...

,,მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა”- ბრაზილიის პრეზიდენტი

,,ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ მხარეების არჩევის ნაცვლად, მე მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა”- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა. ბრაზილიის პრეზიდენტმა პორტუგალიაში ვიზიტის დროს გლობალური ჰარმონიის მისაღწევად უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. ,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას” – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.  

მეტი...

,,იარაღი არის ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთისთვის გასაგებია”- ოლექსი დანილოვი

,,იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი წერს. მისი თქმით, უკრაინას საკმარისი იარაღი სჭირდება. ,,როცა რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება – უკრაინის განადგურება, ბოლო დროს გაჟღერებული ინიციატივები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ არ გვჭირდება, რომ მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვსვან, ჩვენ საკმარისი იარაღი გჭირდება. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია,”- წერს დანილოვი.

მეტი...

,,მზად ვართ, მოსამართლეების დასანქცირებაზე მოვისმინოთ მტკიცებულებები, განვიხილოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ არსებობს”- თეა წულუკიანი

,,მზად ვართ, მოსამართლეების დასანქცირებაზე მოვისმინოთ მტკიცებულებები, განვიხილოთ ერთად და ვიმსჯელოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მტკიცებულებები არ არსებობს,”-  ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის პარტნიორებს და მასთან ურთიერთობას ზუსტად ისე უფრთხილდებიან, როგორც საკუთარ სისხლით მოპოვებულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, ეს ერთი. ამ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაში საუკუნეების მანძილზე ჩადებულია ძალიან ბევრი თაობის, ძალიან ბევრი ადამიანის, ქალისა თუ კაცის, სხვადასხვა ასაკის გოგოსა თუ ბიჭის ბევრი სისხლი, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ ჩვენ ამ დამოუკიდებლობას ყველა ერთად ვუფრთხილდებით და უნდა ვუფრთხილდებოდეთ კიდე უკეთესად. აი, ამ მოფრთხილების…

მეტი...

“ამერიკის პატარა ადამიანების” ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება” – ივანე ჩხაიძე აქონდროპლზიაზე 

„ამ პრეპარატს არ შეუძლია, ბავშვი ხერხემლის დეფორმაციისგან დაიცვას“ – პროფესორი ივანე ჩხაიძე, მისი შეფასებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატი ბავშვებს ხერხემლის დეფორმაციისგან არ იცავს. „ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას, ვთქვათ ხერხემლის დეფორმაციისაგან, ან სხვადასხვა გართულებების განვითარებისაგან, რაზეც ვისაუბრეთ. ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა გახლავთ სწორედ სიმაღლეში ზრდა. ძალიან ბევრი ასოციაციაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი მსოფლიოში – “ამერიკის პატარა ადამიანების” ასოციაცია, რომლებსაც საერთოდ მიუღებლად მიაჩნიათ ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფარმაკოლოგიური ინტერვენციის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ ინტერვენციებზე“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ…

მეტი...

„ამ დაავადებას გართულებები ახასიათებს, ეს გართულებები მრავალნაირია“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიაზე

„ამ ბავშვებს არ გააჩნიათ არანაირი ინტელექტუალური პრობლემა, გონებრივი განვითარება აბსოლუტურად ნორმალურია და სიცოცხლის ხანგრძლივობაც ისეთივეა, როგორიც სხვა, ჯანმრთელი ადამიანის“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით. პროფესორის შეფასებით,  ყველა ის მდგომარეობა, რომელიც იქნება მათი დაავადების გართულებასთან ასოცირებული, იქნება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მართული. „ჯანდაცვის მინისტრმა დააფიქსირა, რომ ნებისმიერი პრობლემა, გართულება, რომელიც შეიძლება იყოს ამ დაავადების თანმდევი, იქნება სრულად ანაზღაურებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული ქირურგიული ჩარევა, მაგალითად, ხერხემლის კორექცია, ასევე – რეაბილიტაციური სერვისები და სხვა დახმარება, რომელიც ამ ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ. ეს პაციენტები იღებენ გარანტიას, სახელმწიფოს მხრიდან,…

მეტი...

„ქვეყანა მზად უნდა იყოს პრეპარატის დანერგვისათვის, რასაც სჭირდება ეროვნული პროტოკოლი“ – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის პრეპარატზე

„თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამ პრეპარატს აღიარებს, ქვეყანა უნდა იყოს მზად მისი დანერგვისათვის. ბავშვი უნდა იყოს გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ, მის დანერგვას სჭირდება უზრუნველყოფა, რომლის უკანაც დგას ეროვნული პროტოკოლი“, – აცხადებს  პედიატრი, პროფესორი ივანე ჩხაიძე. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აქონდროპლაზიის სამკურნალო ეროვნულ პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ამ მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი მულტიდისციპლინური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს და პროცესი სრულად გამჭვირვალეა. „ამ პროტოკოლზე მუშაობს ყველა ის გამოჩენილი და ცნობილი ექიმი, ვისაც შეუძლია მულტიფაქტორული დაავადების მართვა. ესენი არიან: პედიატრი, გენეტიკური დაავადებების სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი, ტრავმატოლოგი და ა.შ.  ამ სამუშაო ჯგუფში…

მეტი...

სერგეი ლავროვი აშშ-ში იმყოფება

რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში იმყოფება. დღეს და ხვალ, რუსი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოფიციალურ შეხვედრებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი დონის შეხვედრებს გაეროში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან. რუსეთი 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა.  

მეტი...