,,რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო”- არჩილ თალაკვაძე

,,რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო,”-   ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ოპოზიციას რამდენიმე მიზნით აინტერესებს.

„დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა რადიკალურ ოპოზიციას აინტერესებს რამდენიმე მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ევრორეკომენდაციების შესრულებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემას, შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც გაასამართლა მათი პოლიტიკური ლიდერები და ეს იყო სრულიად სამართლიანად, რაც შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა. სწორედ ამით აიხსნება ის ანომალია და აბსოლუტური გაუგებრობა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ევროპაში მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებთან. კერძოდ, რადიკალურ ოპოზიციას სურს, რომ გაასამართლოს სასამართლო. ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოში, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში მიუღებელი იქნებოდა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაესამართლებინა სასამართლო. სასამართლო არის საქართველოს სახელმწიფო სისტემის ნაწილი, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საჯარო ინტერესებს. ჩვენ ვართ ხელისუფლება და, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, მათ შორის ისეთი ჩარევებისგან, როგორიც ამ შემთხვევაში უნდა რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

არჩილ თალაკვაძის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

მსგავსი თემები