“ამერიკის პატარა ადამიანების” ასოციაციას მიუღებლად მიაჩნია ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება” – ივანე ჩხაიძე აქონდროპლზიაზე 

„ამ პრეპარატს არ შეუძლია, ბავშვი ხერხემლის დეფორმაციისგან დაიცვას“ – პროფესორი ივანე ჩხაიძე, მისი შეფასებით, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პრეპარატი ბავშვებს ხერხემლის დეფორმაციისგან არ იცავს.

„ეს არ არის ის პრეპარატი, რომელსაც შეუძლია, ბავშვი დაიცვას, ვთქვათ ხერხემლის დეფორმაციისაგან, ან სხვადასხვა გართულებების განვითარებისაგან, რაზეც ვისაუბრეთ. ამ პრეპარატის გამოყენების ძირითადი იდეა გახლავთ სწორედ სიმაღლეში ზრდა. ძალიან ბევრი ასოციაციაა, მათ შორის ყველაზე ცნობილი მსოფლიოში – “ამერიკის პატარა ადამიანების” ასოციაცია, რომლებსაც საერთოდ მიუღებლად მიაჩნიათ ამ პრეპარატზე აქცენტის გაკეთება და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ფარმაკოლოგიური ინტერვენციის ნაცვლად, ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სოციალურ ინტერვენციებზე“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ

 

 

მსგავსი თემები