სკოლებში უფასო კვებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა“ განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით, პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს იბარებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ანი წითლიძის განცხადებით, ფრაქციამ ანგარიში მოამზადა, რომელშიც გაწერილია საჯარო სკოლებში უფასო კვების დანერგვასთან დაკავშირებით პროგრამა.

,,ამავე თემასთან დაკავშირებით ჩვენ პარლამენტში ინტერპელაციის წესით დავიბარებთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს. თქვენ იცით, რომ წლებია განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობს, თუმცა ჩვენ არცერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გვნახავს, რა ქნა ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ. ჩვენ, გარდა იმისა, რომ კითხვები გვექნება ინტერპელაციის წესით დაბარებულ მინისტრთან, ასევე წარვუდგენთ და გადავცემთ ჩვენს მიერ შემუშავებულ ანგარიშს და პროგრამას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს უფასო კვების დანერგვა საჯარო სკოლებში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 

მსგავსი თემები