,,კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა”- გიული ალასანია

,,კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს  რამდენიმე მძიმე დიაგნოზი აქვს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაც ათავისუფლებს პატიმარს.

,,წნევა იყო დაბალი, როგორც ჩანს ვარდნის დროს კიდევ უფრო დაბალი იყო, კუნთები საერთოდ აღარ აქვს, 12 წლის ბავშვის ხელი გაუხდა, მუცელი საერთოდ არ აქვს, არის ტყავი, გადაკრული უკანა ტყავზე. მისი ყოველი მოძრაობის მე მეშინია. ძალიან მძიმე ავადმყოფია,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

 

 

 

წყარო: მთავარი არხი.

მსგავსი თემები