კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა

ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ჟღენტი გარდაიცვალა.  ამის შესახებ ინფორმაციას მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია ავრცელებს.

„ღვთივ განისვენა რუის ურბნისის ეპარქიის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა სქემარქიმანდრიტმა საბამ (ჟღენტი).

მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო. უფალმა აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ. გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადღშესვენებული არქიმანდრიტი საბა.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები