რუსეთმა ომში დაახლოებით 187 080 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 187 080 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 187 080; ​ტანკი – 3 683; ჯავშანტექნიკა – 7 139; საარტილერიო სისტემა – 2 849; სარაკეტო სისტემა – 539; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 289; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 413; საკრუიზო რაკეტები – 911; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 753;
გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 339.

მსგავსი თემები