,,პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას”- პაველ ფერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას.

მისი თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებაა, შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს.

,,პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას. ყველამ ვიცით, რომ პატიმრების შეწყალება მისი კონსტიტუციური უფლებაა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი არის მედიის თავისუფლების დაცვა, რადგან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ჩვენ ვაკვირდებით ამ და სხვა საქმეებს ძალიან დიდი ყურადღებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია თავის დასკვნას გამოაქვეყნებს,”- განაცხადა ელჩმა.

 

 

 

მსგავსი თემები