,,ნებისმიერი უკანონო საქმიანობა უნდა იყოს გამოძიებული”- პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი განცხადებით, ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული.

„რა თქმა უნდა, თუ არის ნებისმიერი უკანონო საქმიანობა, რომელიც ფოკუსირებულია საქართველოს მოქალაქეებზე, ასევე, სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე, უნდა იყოს გამოძიებული და ვინც ამ უკანონო ქმედებებზეა პასუხისმგებელი, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები