,,მხარეების არჩევის ნაცვლად, მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა”- ბრაზილიის პრეზიდენტი

,,ეს ომი არ უნდა დაწყებულიყო, რუსეთი არ უნდა შეჭრილიყო, მაგრამ ეს მოხდა. ფაქტია, რომ ასე მოხდა. ამიტომ მხარეების არჩევის ნაცვლად, მე მინდა ავირჩიო მესამე გზა, მშვიდობის მშენებლობა”- ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ბრაზილიის პრეზიდენტმა პორტუგალიაში ვიზიტის დროს გლობალური ჰარმონიის მისაღწევად უკრაინაში ომის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

,,მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ბევრად უკეთეს შედეგს მსოფლიოსთვის, თუ მოვახერხებთ მშვიდობის დამყარების გზის პოვნას” – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები