,,არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ ბახმუტზე, ეს საომარი მოქმედებების ფრონტს გააფართოებს”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  განცხადებით, უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას ბახმუტზე, რადგან მის ხელში ჩაგდებამ შეიძლება რუსეთს გზა გაუხსნას კრამატორსკსა და სლოვიანსკში წინსვლისთვის..

„ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ბახმუტზე, რადგან ის [დაეხმარება] გააფართოვოს საომარი მოქმედებების ფრონტი და მისცემს რუს ჯარებს და ვაგნერს შანსს დაიპყრონ ჩვენი მიწების მეტი ნაწილი“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თუ რუსეთი დაიპყრობს ბახმუტს, ეს შეიძლება გახდეს პლაცდარმი თავდასხმისთვის ორი დიდი ქალაქის – კრამატორსკის და სლავიანსკის წინააღმდეგ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ბახმუტს არ დათმობს. მან ყველას მოუწოდა „ეწვიონ [ქალაქს], რათა გაიგონ, რა შეიძლება მოხდეს და რა საფრთხეები არსებობს“.

 

მსგავსი თემები