,,ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მოიგერიოს რუსეთის შეჭრა. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი მიწების დაბრუნება.

,,სიტუაციას კარგს ვერ ვუწოდებ, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინათ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას.

უკრაინის პრეზიდენტმა კონტრშეტევისთვის მზადების შესახებაც ისაუბრა

”ჩვენი არმია ემზადება და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ იგი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ ისინი ასევე მხარს უჭერენ საკუთარ თავს უკრაინის დახმარებით.

„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ პუტინი უკრაინაში სიცოცხლისთვის იბრძვის.

მსგავსი თემები