,,იარაღი არის ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთისთვის გასაგებია”- ოლექსი დანილოვი

,,იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია,”- ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი წერს.

მისი თქმით, უკრაინას საკმარისი იარაღი სჭირდება.

,,როცა რუსი აგრესორის მიზანი უცვლელი რჩება – უკრაინის განადგურება, ბოლო დროს გაჟღერებული ინიციატივები მშვიდობიანი მოგვარების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენ არ გვჭირდება, რომ მუდმივად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაგვსვან, ჩვენ საკმარისი იარაღი გჭირდება. იარაღი არის საუკეთესო შუამავალი და ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის გასაგებია,”- წერს დანილოვი.

მსგავსი თემები