სერგეი ლავროვი აშშ-ში იმყოფება

რუსეთის საგარეო მინისტრი, სერგეი ლავროვი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ნიუ-იორკში იმყოფება. დღეს და ხვალ, რუსი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს უშიშროების საბჭოს ოფიციალურ შეხვედრებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ეს არის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი დონის შეხვედრებს გაეროში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშთან. რუსეთი 1-ელი აპრილიდან, ერთი თვით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა.

 

მსგავსი თემები