,,მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიდევ ერთხელ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ რუსეთი საახალწლოდ სავარაუდოდ კიდევ ერთხელ ეცდება უკრაინაზე მასირებულ თავდასხმას, რათა მოქალაქეები ახალ წელს სიბნელესა და სიცივეში შეხვდნენ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს.

„ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებელად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის. მაქსიმალურად დაისჯებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

მსგავსი თემები