ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წელს, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევებს 4098,997 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზვნილია შესაბამის უწყებებშია.

,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა სამინისტროს მთავარი პრიორიტეტია”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.

მსგავსი თემები