,,მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე”- ნადირაძე სააკაშვილის ადვოკატზე

კლინიკა ”ვივამედის” გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს პასუხობს. მისი თქმით, კლინიკასი 2019 წლიდან 19 პაციენტი გარდაიცვალა და არა 125 პატიმარი.

“125 პატიმარი ყავსო ვივამედს მკვდარიო, აცხადებს ხაჭაპურიძე. – გარდაცვლილია 2019 წლიდან 19 პაციენტი.

რეანიმაცია არ აქვთო – ცხვირწინ უვლის ყოველ მოსვლაზე ამ დეპარტამენტს.

სხვა უამრავ კლინიკის მადისკრედიტებელ ბოდვაზე რომ არაფერი ვთქვა, მგონი მართლა მიმყარდება ეჭვი მის ნარკოდამოკიდებულებაზე, რომელსაც აქტიურად განიხილავდნენ ბატონები ჩალაძე და ბარამაშვილი ჩემი და ჩემი მოადგილის თანდასწრებით“ – წერს ნინო ნადირაძე.

მსგავსი თემები