“დღეს ამერიკას ჩვენი გამარჯვების ასპროცენტიანი რწმენა აქვს” – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის თქმით, აშშ-სა და უკრაინას ერთნაირად ესმით როგორ უნდა დასრულდეს ომი.

“ამერიკელებთან 100-პროცენტიანი გაგება გვაქვს იმისა, რა არის მშვიდობა, რა მიზნები გვაქვს, რა კომპრომისები არ შეიძლება იყოს. არანაირი კომპრომისები იმ პრეზიდენტთან [პუტინთან], იმ ხელისუფლებასთან, დამოუკიდებლობის, ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით არ იქნება” – თქვა ერმაკმა.

ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით უკრაინის დელეგაციის აშშ-ში ვიზიტისას ეს თემა განიხილეს და როგორც დემოკრატებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის, ომის დასრულების ასეთი ხედვა “პრინციპული საკითხია”.

“ისინი დღეს აშკარად ჩვენთან არიან და დღეს აშკარად სჯერათ, რომ ჩვენი გამარჯვებაც მათი გამარჯვება იქნება” – ამბობს ერმაკი.

ერმაკის თქმით, ამერიკის მიერ უკრაინისთვის უკვე მიწოდებული იარაღი უპრეცედენტოა, მაგრამგამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.

გარდა ამისა მისი აზრით, უკრაინა მომავალში მიიღებს”ყველაფერს, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის”

მსგავსი თემები