,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”- სააკაშვილი

,,ჩემი პალატის ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს”, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “უკრაინსკაია პრავდასთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ მის დახმარებას.

,,მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მაძლევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული მანიპულაციისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი თემები