,,ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი”- მიხეილ სააკაშვილი

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სააკაშვილმა უპასუხა კითხვას უკრაინიდან საქართველოში რომ არ დაბრუნებულიყო და რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს კიევში ყოფილიყო, რითი იქნებოდა დაკავებული.

„უპირველეს ყოვლისა, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი, რომელიც ჩერჩილის შემდეგ ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწედ მიმაჩნია. მასთან შედარებით რეიგანი და ჩერჩილი ნერვიულად ეწევიან სადმე, კუთხეში. მთელ მსოფლიოს შემოვუვლიდი, გამოვიყენებდი რა ჩემს მრავალრიცხოვან კავშირებს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის. მეორე – მუდმივად წინა ხაზზე ჩავიდოდი, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა და დაბადების დღე მომილოცეს, მაგრამ ერთი წუთითაც ვერ ვივიწყებ, რომ მათგან 35-მა სიცოცხლე გასწირა ომში, მათ შორის, შვიდმა – ბახმუტის ფრონტზე. ბევრი ჩემი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები