,,სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო “კვდება”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ”საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს.”

,,სააკაშვილი არის 2-ოთახიან პალატაში, სადაც ექიმები დასტრიალებენ და თავს ევლებიან. პლუს, იუსტიციის მინისტრის მხრიდან შეთავაზება იყო, რომ შეუძლიათ, ნებისმიერი უცხოელი ექიმი ჩამოიყვანონ. აპარატურა მთლიანად ადგილზეა. საზღვარგარეთ გადაყვანას რაღაც საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს. მას საქართველოს ჰაერი თუ არ სიამოვნებს მიხეილ სააკაშვილს, ნუ ბოდიში, არ ვიცი, მაგაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თავის დროზე ქართული პასპორტი არ ესიამოვნა და საქართველოს მოქალაქეობა ჩააბარა, უარი თქვა  ყოფილმა პრეზიდენტმა სამარცხვინოდ. ახლა ამბობს, რომ ქართული ჰაერი არ სიამოვნებს და ამის გამო ბრჭყალებში – “კვდება”, თუ რასაც იძახიან ხო?,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები