,,ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა”- მედია

,,ბელარუსის ტერიტორიაზე დღეს 10:00-დან 11:00 საათამდე უკრაინული S-300 სარაკეტო სისტემის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა” – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ სახელმწიფოს მეთაურს მაშინვე ეცნობა. მისი დავალებით, კი საგამოძიებო კომიტეტისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ჯგუფი ჩავარდნის მიზეზებს ეძებენ.

“არსებული ინფორმაციით, განიხილება ორი ძირითადი სცენარი: რაკეტა გაფრინდა ბელარუსის ტერიტორიაზე ისევე, როგორც ბოლოდროინდელი ინციდენტი პოლონეთში, როდესაც რაკეტა არ გაფრინდა სწორი მიმართულებით ან ეს რაკეტა ჩამოაგდო ბელარუსის საჰაერო თავდაცვამ”,- წერს მედია.

 

მსგავსი თემები