ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის შესახებ კანონი 2023 წლის სექტემბრამდე უკრაინისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ამასთან, აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის დახმარების სახით არანაკლებ 132 მილიონ 25 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტი სულ 1,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მსგავსი თემები