,,თუ დასჭირდა რამდენიმე დღე უნდა შეწყდეს, გადაიდოს პროცესი, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა „გაუთავებლად“ გრძელდება.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესი დაჩქარებულად უნდა წარიმართოს.

„გაუთავებლად გრძელდება ეს დაკითხვა. მე არ ვიცი რამდენი დღე დასჭირდება კიდევ. თუ დასჭირდა რამდენიმე (დღე) მე ვფიქრობ, უნდა შეწყდეს, გადაიდოს და შემდეგ გაგრძელდეს, ხომ არ უნდა მოვკლათ ადამიანი?!“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები