ბრიტანეთი 2023 წელს უკრაინის დასახმარებლად 2,3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის თქმით, 2023 წელს დიდი ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს.

“კიდევ 2.3 მლრდ გირვანქა სტერლინგი მომავალ წელს. ამით დავრწმუნდებით, რომ მათ შეიარაღების სისტემები აქვთ, რომლებიც სჭირდებათ, და გაერთიანებული სამეფო მსოფლიოს სხვა მათ ყიდვაში დაეხმარება”,- თქვა უოლესმაბრი.

მისი თქმით, ბრიტანეთი ყველაფერს აკეთებს რაც შესაძლებელია, რომ უკრაინამ  გამარჯვება და რუსული ძალების უკუგდება შეძლოს.

გარდა ამისა, უოლესმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი უკრაინასცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს, რომ კიევმა მიწაზე საჰაერო თავდაცვის უკეთ კოორდინაცია შეძლოს.

მსგავსი თემები