თელავის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარს 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გამთენიისას სოფელ ქვემო ხოდაშენში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდაპირველად, ყველა მათგანმა დატოვა შენობა, თუმცა ერთ-ერთი უკან შებრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.

ამასთან, დამწვარია სახლის ძირითადი ნაწილიც.

მსგავსი თემები