კამბოჯაში, კაზინოს კომპლექსში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანი ემსხვერპლა

კამბოჯაში კაზინოს კომპლექსი დაიწვა. ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 70 კი დაშავდა.

ქვეყნის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან შემთხვევის ადგილას ათამდე ადამიანი ამ დრომდე არ უპოვიათ.

ცხედრები  სასტუმროს ნომრებში იპოვეს, რადგან იქ მყოფმა პირებმა ოთახებიდან გამოსვლა ვერ მოასწრეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები