,,პირველი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან არ შეგვიშვეს”- სოფო ნიჟარაძე

ლლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად მისი შვილი ელის-მარია სააკაშვილი და მომღერალი სოფო ნიჟარაძე არ შეუშვეს.

სოფო ნიჟარაძის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სააკაშვილის მოსანახულებლად  არ შეუშვეს.

„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, რადგან ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის. და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის”,- განაცხადა ნიჟარაძემ.

 

 

 

მსგავსი თემები