აფეთქებები მელიტოპოლში, დონეცკსა და ყირიმში

მრავალი აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მელიტოპოლში, დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკასა და ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ყაზარმებში. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ცნობით, უკრაინამ მელიტოპოლზე შაბათს სარაკეტო იერიში მიიტანა. ამასთან, ვრცელდება ცნობები რუსულ სახელმწიფო მედიაში, რომ კვირა დილით, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაზე იერიში 20 რაკეტით განხორციელდა.

ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, მათ შორის სამხედრო ყაზარმებში, მომხდარი მრავალი აფეთქების შესახებ.

რუსეთის მიერ მელიტოპოლში დანიშნული ე.წ. ოფიციალური პირების თქმით, ქალაქს ოთხი რაკეტა მოხვდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ათი ადამიანი.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინელი ოფიციალური პირები ყირიმსა და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი აფეთქებების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი თემები