რუსეთი ბირთვული არსენალის გაფართოებაზე მუშაობს

რუსეთი ბირთვული არსენალის გაფართოებაზე მუშაობს. აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინაში ომის პარალელურად, პუტინი ატომური იარაღის მობილიზაციით და გათანემდროვეობით არის დაკავებული. ამჟამად პუტინის შეიარაღებაში ბორთვული იარაღის უდიდესი არსენალი, 6 ათასი რაკეტაა.

რუსეთის გარდა მსოფლიოსთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს ჩინეთიც. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა სტრატეგიული სარდლობის შეკრებაზე ისაუბრა. სწორედ აღნიშნული სააგენტოა პასუხისმგებელი ბირთვულ შეკავებასა და სარაკეტო თავდაცვაზე.

მსგავსი თემები