„ჭალაში წაუყვანიათ უწამებიათ…“ – რას ამბობენ ლანჩხუთში მომხდარ მკვლელობაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში მამაკაცი მოკლეს.

როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, 46 წლის ზ.წ. ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა სასტიკად აწამა.

„არავინ არაფერი ვიცით, რა მოხდა. ჭალაში წაუყვანიათ და უწამებიათ, დაგლეჯილი ქონია ყველაფერი. სიკვდილის პირას მიუყვანიათ და მიუტოვებიათ. ერთი კი უვაჟკაცია დაჭრილს. დაურეკავს, სადაც იყო. იქ მისულებს უგონო მდგომარეობაში დახვედრიათ“,- ამბობენ ადგილობრივები.

მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომმომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და 67 წლის კაცი დააკავა.

მსგავსი თემები