„სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში, ადეკვატური რეაგირება იქნება“ – მელია სააკაშვილზე  

„იმ შემთხვევაში, თუ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, ადეკვატური რეაგირება იქნება“ – აცხადებს ნიკანორ მელია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე განმარტავს, მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს.

„მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მნიშვნელოვანია აღსრულდეს მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები, აღსრულდეს სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც ერთი და იმავეს ამბობს. პროფესორები, აკადემიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა… ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას შეეხება.

პარტია დღემდე ამ პირობას იცავს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, ადეკვატური რეაგირება იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა მსურს. დანარჩენს საზოგადოება მომავალში იხილავს“, – აღნიშნა მელიამ მედიასთან.

 

მსგავსი თემები