რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს – ოპოზიცია საფრთხეებზე საუბრობს

რუსეთმა საქართველოსთან, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები განაახლოს. ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია “ტასსი” ავრცელებს. დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი არ გამორიცხავს, ვიზალიბერალიზაციასაც.

მოსკოვში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ამ თემაზე საბოლოო შეთანხმება შედგება, რადგან რუსული ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან და ვაჭორობიდან საქართველომ სარგებელი ნახა და ეკონომიკამ ორნიშნა ზრდა აჩვენა.

კრემლის პროპაგანდისტი მედიაში გავრცელებულ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ყველაფერი საქართველოს ქცევაზე დამოკიდებული.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს რუსეთის მხრიდან “ქართული ოცნებისთვის” ერთგვარ ჯილდოს წარმოადგენს. მათი თქმით, ამგვარი შეთავაზება ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.

მსგავსი თემები