უკრაინაში ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა

უკრაინის პრემიერის ინფორმაციით, რუსების მიერ განხორციელებული  მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური დაზიანდა. როგორც დენის შმიგალი აცხადებს, უკრაინის ენერგოსისტემაში ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტია.

„ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”, – აცხადებს დენის შმიგალი.

 

მსგავსი თემები