ტრაგედია კასპის მუნიციპალიტეტში – საჯარო სკოლის დირექტორი ხევში გარდაცვლილი იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუდალეთის სკოლის დირექტორი, გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი თანასოფლელებმა სკოლის მიმდებარედ, ხევში ნახეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ერთ-ერთი ვერსიით, კაცს ფეხი დაუცდა, ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

თანასოფლელების თქმით, სოფელ გუდალეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის და ამიტომ წლების განმავლობაში სკოლაში, მეზობელი სოფლიდან, საფეხმავლო ბილიკით დადიოდა.

მსგავსი თემები