ვინ უნდა დახვედროდა ექსპრეზიდენტს საქართველოში – გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილს მასთან არაფერი უთქვამს

გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში გამომგზავრებამდე კიევში ჩავიდა, რათა ეთქვა შვილისთვის, რომ სამშობლოში არ წამოსულიყო, თუმცა მათი შეხვედრა ვერ შედგა.

მესამე პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ სააკაშვილს მასთან არასდროს უთქვამს, ვინ უნდა დახვედროა მას საქართველოში და ვინ უღალატა.

„ვიყავი ჩასული კიევში. იქ, სხვათაშორის, ჩემი ძმაც იყო ჩამოსული ამერიკიდან საგანგებოდ, რომ გველაპარაკა იმაზე, რომ არ ჩამოსულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ არ დაგველაპარაკა საერთოდ, ბინიდან გაქრა. დღემდე არაფერი ვიცი და არასდროს დამისვამს ეს შეკითხვა. სულ ველოდებოდი, რომ იქნებ თვითონ გაუჩნდეს სურვილი, რომ დაიწყოს ამალზე ლაპარაკი, მაგრამ არ გაუჩნდა სურვილი,” – თქვა ალასანიამ.

მსგავსი თემები