„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრების მხრიდან სრული მხარდაჭერა იყო. ამასთან, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.

„მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ კანდიდატების წარმომადგენლებმა შემოიტანეს ორი პროექტი. ერთი პროექტი გულისხმობდა ელექტრონულ კენჭისყრას, „ფეისბუქ“ პლატფორმაზე იყო საუბარი, მეორე იყო ბლოკჩეინის პლატფორმა, მაგრამ ორივე მხარე ამ ვითარებაში აღმოჩნდა „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ. 69-მ მისცა ხმა, ერთი იყო წინააღმდეგი. „ბლოკჩეინის“ სასარგებლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წარმოადგინა ნიკა მელიას ჯგუფმა. რაც შეეხება თარიღს, შემოვედი ინიციატივით, რომ არჩევნების ჩატარების თარიღად დასახელებული ყოფილიყო 2023 წლის 28-29 იანვარი. ამ საკითხზეც სრული მხარდაჭერა იყო. არც ერთი წინააღმდეგი, პოლიტსაბჭომ სრული მხარდაჭერით მიიღო ეს წინადადება და არჩევნების დღედ განისაზღვრა 28-29 იანვარი. კანდიდატთა რეგისტრაცია შეწყდება სამშაბათს, საღამოს ექვს საათზე. ჩამოყალიბდა. ჩამოყალიბდა საარჩევნო კომისიის შემადგენლობა, რომელიც შედგება პოლიტსაბჭოს ხუთი წევრისგან და თითოეულ კანდიდატს ექნება თითო კომისიის წევრის დანიშვნის შესაძლებლობა“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები