შეძლებენ თუ არა შეთანხმებას მელია-ხაბეიშვილის ფლანგები – ენმ-ში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

შეძლებენ თუ არა შეთანხმებას – “ნაციონალურ მოძრაობაში” 15:00 საათზე გადამწყვეტი შეკრებაა დაანონსებული. ყველაზე დიდი ოოპოზიციური პარტიის პოლიტიკური საბჭოს დიდი გამოწვევის წინაშეა. სწორედ დღეს უნდა გადაწყდეს შიდა პარტიული არჩევნების თარიღი და ფორმატი, თუმცა გამორიცხული არ არის შეთანხმება ვერ შედგეს.

ნიკა მელიას ფლანგი მიიჩნევს, რომ ახლა წინა პლანზე მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის საკითხია და ამიტომ, არჩევნები უნდა გადაიდოს. ამასთან, ენმ-ს წევრი ნუგზარ წიკლაური გამოეხმაურა თავმდჯომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ნიკა მელიას მმართველობის პირობებში პარტია სათანადოდ ვერ აქტიურობს. წიკლაური პირდაპირ ამბობს, რომ გიორგი მუმლაძე  აღნიშნული თანამდებობისთვის შეუფერებელი კანდიდატია.

სხვაგვარად ფიქრობს ხაბეიშვილის მხარე. მათი თქმით, ყველაფერი შიდა პარტიული პრობლემების მოგვარებით უნდა დაიწყოს.

 

მსგავსი თემები