2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება

2026 წლის პირველი იანვრიდან, ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება.

აღნიშნულს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი.

ამასთან, ცვლილებებით, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება, ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს.

მსგავსი თემები