ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაცია გაიმართა

ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა.

პრეზიდენტად ხელახლა დანიშვნის შემდეგ, თოყაევი 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრა რუსეთის ქალაქ ორენბურგშია დაგეგმილი.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხმების 81 პროცენტზე მეტი მიიღო. ის პრეზიდენტის პოსტს შვიდი წლით დაიკავებს.

მსგავსი თემები